ახალი ამბები
უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
FaceBook
უამინდობისა გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ41-კმ120-ზე (ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ხაშური) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ 120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე - დროებით აკრძალულია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრის ჩათვლოთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიასთან პროევროპული აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო
აქცია/ პერფორმანსი მოაწყვეს.
18:05 / 21.01.2025
ქუთაისის მერიასთან პროევროპული აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო აქცია/ პერფორმანსი მოაწყვეს.
უკვე მესამედ, ჭიათურელ მაღაროელებს
12:57 / 21.01.2025
უკვე მესამედ, ჭიათურელ მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასს უგვიანებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.