ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბნის ძველი დასახლების
ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამბრლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ დარგის სპეციალისტები და
ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც შეაფასეს სიტუაცია და განსაზღვრეს
პროცესის შემდგომი რისკები.
"ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მეწყერი არ
წარმოადგენს საშიშროებას დასახლებული პუნქტისთვის. გაიცა შესაბამისი
რეკომენდაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ შესრულდა, ხოლო ტერიტორიაზე
განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები",- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის
განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
და მეწყრული პროცესების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე
მონიტორინგი პერიოდულად ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები