ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
დანარჩენი საავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.
საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანალოგიური შეზღუდვა
მოქმედებს საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ
რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ნისლი
და ქარბუქი.
მასალის გამოყენების პირობები