ახალი ამბები
"იფიცება საქართველო" - ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა 15:00 საათიდან დაიწყება
FaceBook
"იფიცება საქართველო" - ეს სლოგანი დღეს ათასობით ადამიანს გააერთიანებს.

15:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის ნიშნად მუშაობას შეწყვეტენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გაფიცულები თავიანთ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში შეიკრიბებიან და ორ მოთხოვნას გააჟღერებენ: გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.


საყოველთაო გაფიცვას შეუერთდებიან ქუთაისელებიც. ბიზნესის, საგანმანათლებლო, კულტურისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან.


"მეგობრებო, დღეს, 2025 წლის 15 იანვარს, 15:00 საათზე, ბიზნესისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროსთან ერთად, ვწყვეტთ მუშაობას 3 საათით და ვუერთდებით საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - "იფიცება საქართველო", - წერს საინიციატივო ჯგუფი.

გაფიცვის გეგმა ასეთია: ყველა კეტავს საკუთარი ოფისის კარს და პროტესტის ნიშნად დგება შენობის გარეთ. 15:00 საათიდან კი, საქართველოს დროშით მიდის ქუთაისის მერიის წინ. 19:00 საათიდან, ტრადიციულად უერთდება ამავე ლოკაციაზე, ყოველდღიურ საპროტესტო აქციას.


საყოველთაო გაფიცვა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის გაგრძელებაა. მოქალაქეები, გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, უწყვეტი აქციებით ითხოვენ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპული აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორებისა და მასობრივი დაკავებების შემდეგ, 12 იანვარს, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მზია ამაღლობელის პატიმრობაში აყვანით, "ქართული ოცნება" კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გაფიცვა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელი
აეროპორტებისთვის რეკორდული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399
მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა.
11:40 / 15.01.2025
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელი აეროპორტებისთვის რეკორდული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა.
15 იანვრის ღამეს,
11:21 / 15.01.2025
15 იანვრის ღამეს, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.