ახალი ამბები
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და  „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.
მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.  

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.

ადვოკატმა პაატა დიასამიძემ სასამართლოს მიმართა, რომ ამაღლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო გამოიყენოს.

„მისი [მზია ამაღლობელის] უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი ესწრება, დასწრების მსურველ კიდევ ერთ ნაწილს კი დარბაზში არ უშვებენ. 

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან ისევ დააკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:31 / 14.01.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო
გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.
13:27 / 14.01.2025
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.