ახალი ამბები
"მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლება განსხვავებული აზრის დევნის ნიშნებს ატარებს"- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
FaceBook

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ტყიბულში, მეშახტეების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და მომხდარს უკანონოდ და განსხვავებული აზრის დევნის ნიშნების შემცველად აფასებს.



ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის შრომის უფლების სტანდარტებთან და განსხვავებული მოსაზრების გამო, სავარაუდო დისკრიმინაციული დევნის ნიშნებს ატარებს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში" განმარტავენ, რომ ,,ქვანახშირში’’ რეორგანიზაციის საფუძველზე მეშახტეთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი შრომის სამართლის ფუნდამენტურ სტანდარტებთან ერაერთი მიმართულებით შეუსაბამოა.

"შრომის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დასაქმების შეწყვეტის ვალიდურ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს დაწესებულების/საწარმოს რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია არსებითი ოპერაციული/ფუნქციური ცვლილების საჭიროებით, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ ან სხვა მსგავს მიზეზებს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, კომპანია ,,საქნახშირი’’ რეორგანიზაციის საფუძვლად მხოლოდ ფორმალურად უთითებს საწარმოში ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ახალი სტანდარტების დანერგვის ზოგად საჭიროებაზე.

კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციიდან არ იკვეთება ამ ცვლილებების მკაფიო შინაარსი და მასშტაბი. ეს საკითხი ბუნდოვანია ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული მშრომელებისათვის, რადგან კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მათი სრულფასოვანი განმარტება. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა სახეზე არსებითი ხასიათის ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც 38 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განაპირობა",- განმარტავენ ორგანიზაციაში. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ,,საქნახშირში’’ განხორციელებული რეორგანიზაციის ხარვეზებს შორის ასევე გამოყოფს შემცირებულ პირებთან ჩატარებულ გასაუბრებების პროცესსაც. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ ზეპირი გასაუბრებების შედეგად, რასაც წინ არ უძღვოდა წინასწარი ინფორმირება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდებოდა მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასება. ზოგიერთ შემცირებულ პირთან კი გასაუბრება საერთოდ არ ჩატარებულა. კომპანიის ოფიციალური განმარტებით, "ზოგიერთი კადრი ისე შემცირდა, უბრალოდ".

"საქნახშირში" განხორციელებული შემცირებების კიდევ ერთი შემაშფოთებელი ასპექტია ის, რომ გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომელთა მიმართ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამო. ეს პირები დეტალურად ჰყვებიან კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული დაშინების სხვადასხვა ფორმების შესახებ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა და/ან კომპანიაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციების გაჟღერების გამო.

რეორგანიზაციის პროცესში დაფიქსირებული შრომითი უფლებების მწვავე დარღვევები და ამ პროცესთან დაკავშირებით კომპანია ,,საქნახშირის’’ მიერ გაკეთებული ზედაპირული განმარტებები წარმოაჩენს, რომ კომპანიას არ აქვს სათანადოდ გააზრებული მშრომელთა რეალური საჭიროებები და შრომითი უფლებებთან დაკავშირებით კომპანიის ცენტრალური ვალდებულებები",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ მეშახტეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვას მშრომელების უფლებები.

ტყიბულში არსებულმა შპს "საქნახშირმა" 38 მეშახტე სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლა. შახტაში დასაქმებულები აღნიშნულს პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და "ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ, ამიტომ სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

შპს "საქნახშირში" კი თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებას, პოსტების გამო დაბარებებსა და მუქარებს უარყოფენ.


ამავე თემაზე:

„საქნახშირი“ კიდევ ერთხელ ქმნის ადამიანის უფლებების საუარესო პრეცედენტს“- „საია“ მეშახტეების გათავისუფლებაზე

"რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა" - "საქნახშირი" მეშახტეების გათავისუფლებაზე

"დაიწყეს რეპრესიები"- "საქნახშირმა" მეშახტეები სამსახურიდან გაათავისუფლა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:31 / 14.01.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო
გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.
13:27 / 14.01.2025
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.