ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმე განიხილება
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლო, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმეს განიხილავს.

პროცესი სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. თავდაპირველად, სხდომა პატარა დარბაზში დაიწყო, რის გამოც ბრალდებულების ახლობლებმა და მეგობრებმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს. სხდომის პირველ ნაწილს ვერ დაესწრნენ ვერც დაკავებულების ოჯახის წევრები. მას შემდეგ, რაც სხდომის პატარა დარბაზში ჩატარება ბრალდებულების გულშემატკივრებმა გააპროტესტეს, სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, პროცესი შედარებით დიდ დარბაზში განახლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის სკამზე სხედან: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, ასევე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. გამოძიება ყველა მათგანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და "ქართულ ოცნებას" მათი, აქციებში მონაწილეობის გამო, სამაგალითოდ დასჯა სურს.

"საქმე არ არის სამართლებრივი ინტერესით დაწყებული, ეს არის პოლიტიკური და მიზანი არის ის, რომ ანდრო, როგორც სამაგალითო პიროვნება, სამაგალითოდ დაისაჯოს", - განაცხადა სხდომის დაწყებამდე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა.

დაცვის მხარის პოზიციით, თვეზე მეტია გასული ბრალდებულების დაკავებიდან, მაგრამ საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რაც მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მოტივზე. მათი თქმით, ბრალდებულები, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით არიან დაკავებული, არც კი იცნობდნენ ერთმანეთს.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, დაცვის მხარე სასამართლოს ბრალდებულების მიმართ გირაოს შეფარდებაზე მსჯელობას შესთავაზებს.

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე, სხვა ცხრა პირთან ერთად, პროევროპულ აქციებზე დააკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:31 / 14.01.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო
გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.
13:27 / 14.01.2025
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.