15 იანვარს, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო
გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ.
გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით 15:00 საათზე დაიწყება.
მასში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ:
მოლარეები, ოპერატორები, მძღოლები, სტუდენტები, ხელოსნები,
მზარეულები, კურიერები, ფერმერები, არქიტექტორები, პროფესორები.
სტომატოლოგები, ფარმაცევტები, მასწავლებელი, კონსულტანტები და
სხვა.
"3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით
გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის
პირობებში:
• გაჩერებული ეკონომიკა;
• დაკეტილი ბიზნესი;
• სიღარიბე და უმუშევრობა.
იმის მიუხედვად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ
დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო",- აღნიშნულია
ღონისძიების ინფორმაციაში.
გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხეც და გამოსავალიც
ყველასთვის საერთოა: ახალი არჩევნები და დაკავებულების
გათავისუფლება.
საქართველოსა და სხვა ქალაქებში პროევროული აქციები 44-ე დღეა
მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28
ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის
მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები