ახალი ამბები
"ვითხოვთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს"- ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებულების პეტიცია
FaceBook
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულები და მასწავლებლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პეტიციით ეხმაურებიან.

ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის განვითარებისთვის უპირობო ალტერნატივაა. ამდენად, არ ეთანხმებიან "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის განცხადებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ასევე ითხოვენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასაც.

"ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულები ჩვენს მასწავლებლებთან ერთად ვაანალიზებთ საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თავს ვალდებულად ვთვლით, ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს ევროპული მომავალი უპირობო ალტერნატივაა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ნებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და წამებას!

ვითხოვთ რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს",- აღნიშნულია პეტიციაში. 

პეტიციას, ამ დროისთვის, ხელს 160 ადამიანი აწერს.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 33-ე დღეა მიმდინარეობს. დემოსტრანტები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

„ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ, ამიტომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალი წლის ღამეს, პროევროპული აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის
წინ კვლავ შეიკრიბებიან.
16:18 / 30.12.2024
ახალი წლის ღამეს, პროევროპული აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ კვლავ შეიკრიბებიან.
14:57 / 30.12.2024
"2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე",- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.