ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, 31 დეკემბერს,
ქალაქში საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი.
ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 10:00 საათიდან
დაიწყება.
დაგეგმილია ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, ქუთაისში არსებული
კვების ობიექტებისა და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ასევე, საახალწლო დღის კონცერტი, ადგილობრივი საესტრადო-საბავშვო
სტუდიების მონაწილეობით.
ამასთან, მოეწყობა ფოტოზონები, თეატრალური წარმოდგენები
ბავშვებისთვის.
22:30 საათიდან ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით
გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება. 00:30
საათიდან კი Dj დაუკრავს.
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 7 იანვრის ჩათვლით
გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ
31 დეკემბერს, ქალაქის მერიის წინ, პროევროპული აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბებიან და ახალ
2025 წელს ერთად შეხვდებიან.
ფოტო: ქუთაისის მერია
მასალის გამოყენების პირობები