საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს.
ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა
მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ოპოზიციის არცერთი
დეპუტატი არ დასწრებია.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის
განმარტებით, ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საწყისი მოცულობა,
წინა წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით 1 587 10
ათასი ლარით არის გაზრილი და 117 097.80 ლარს შეადგენს.
მომდევნო წელს შესასრულებელი პრიორიტეტებისთვის თანხები ასე
გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის განვითარება - 20153,1 ათასი ლარი;
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 12067,5 ათასი ლარი;
განათლება - 23001,0 ათასი ლარი;
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 27651,1 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 9744,0 ათასი
ლარი;
სოციალური პროგრამები - 7237,0 ათასი ლარი;
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 21373,2 ათასი
ლარი;
დავით ნიშნიანიძის თქმით, იანვრის თვეში, დამატებით 40 მილიონი ლარის
მოცულობის ტრანშს ელოდებიან, რომელიც საქართველოს მთავრობის
განკარგულებით, პრემიერის ინიციატივით, გადმოეცემა ქალაქს.
ამასთან, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ქუთაისი, პირველი
ტრანშის სახით 14 მილიონ ლარს მიიღებს, რომელიც ქალაქის
ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო
მაჩვენებელი, წლის ბოლოს, ვფიქრობთ, გადააჭარბებს 180 მილიონიან
მაჩვენებელს",- განმარტავს დავით ნიშნიანიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა,
დამტკიცების პერიოდში, 115 მილიონ 510, 700 ლარს შეადგენდა. წლის
ბოლოსთვის კი ის 150 მილიონ 620 000 ლარამდეა გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები