ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს.
მან საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ამით
ევროპაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ემელიანე ბარმენის პროფესიით 17 წლის ასაკში დაინტერესდა. მალევე,
იმერეთის ჩემპიონი, შემდეგ კი საქართველოს პრიზიორი გახდა.
2020 წელს ემელიანე ბაბუნაშვილი ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, იმ
მიზნით წავიდა, რომ პროფესიულად მეტად განვითარებულიყო, შემდეგ კი
მიღებული გამოცდილება საკუთარი ქალაქისთვის მოეხმარა.
მან ესპანეთის წამყვან ბარებსა და ღამის კლუბებში ერთი წლის მანძილზე
იმუშავა.
"ევროპა გვთავაზობს უფრო მაღალ ხარისხს, იქ ყველაფერი
განსხავებულია",- ამბობს საქართველოს სერტიფიცირებული
ბარმენი, რომელიც ევროპაში მიღებულ გამოცდილებას ახლა ქუთაისს
უზიარებს.
ის მიიჩნევს, რომ ევროპა ჩვენი თავისუფლებაა, სწორედ ამიტომ, ყველას
უნდა ჰქონდეს მისკენ მისწრაფების სურვილი.
ამავე თემაზე:
"ევროპა
ჩვენი თავისუფლებაა" - ბარმენი ქუთაისიდან, ევროპაში მიღებული
გამოცდილებით
მასალის გამოყენების პირობები