ვიდეო
"ევროპა ჩვენი თავისუფლებაა" - ბარმენი ქუთაისიდან, ევროპაში მიღებული გამოცდილებით
FaceBook

"რაც შეიძლება ნახოთ ევროპაში, მსგავსი რაღაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უკვე ქუთაისშიც", - გვიყვება საქართველოს სერტიფიცირებული ბარმენი, რომელიც ევროპაში მიღებულ გამოცდილებას ახლა ქუთაისს უზიარებს.



ემელიანე ბაბუნაშვილი ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, სწორედ ამ მიზნით წავიდა - პროფესიულად მეტად განვითარებულიყო, შემდეგ კი მიღებული გამოცდილება საკუთარი ქალაქისთვის მოეხმარა.

ემელიანე ბარმენის პროფესიით 17 წლის ასაკში დაინტერესდა. მალევე, იმერეთის ჩემპიონი, შემდეგ კი საქართველოს პრიზიორი გახდა. ამბობს, რომ ესპანეთში მუშაობის დაწყება არ გასჭირვებია.

"მომსახურების სფერო ყოველდღიურად ვითარდება, ამიტომ, საჭიროა, პროფესიულად ჩვენც ვვითარდებოდეთ, მეტს ვსწავლობდეთ, რომ რაღაც დონეზე ავიდეთ, ამიტომაც წავედი ევროპაში",- ამბობს ემელიანე ბაბუნაშვილი, რომელმაც ესპანეთის წამყვან ბარებსა და ღამის კლუბებში ერთი წლის მანძილზე იმუშავა.

მაღალი ხარისხი, მომხმარებლებისა და თანამშრომლების კარგი დამოკიდებულება, ნაკლები სამუშაო დრო და მეტი ანაზღაურება - ასე აფასებს ბარმენი ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის პერიოდს.

"ევროპა გვთავაზობს უფრო მაღალ ხარისხს. იქ ყველაფერი განსხავებულია. ამიტომ ვცდილობ, უცხოეთში მიღებული გამოცდილება საკუთარ ქალაქში გამოვიყენო და ჩემს კოლეგებსაც თამამად გავუზიარო",- ამბობს ბარმენი.

ემელიანე, მიმდინარე წლის დეკემბერში, საქართველოს ჩემპიონატზე აპირებს გასვლას და თუ ამ ეტაპს წარმატებით დაასრულებს, ევროპის ჩემპიონატზეც შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

მიიჩნევს, რომ ევროპა ჩვენი თავისუფლებაა, სწორედ ამიტომ, ყველას უნდა ჰქონდეს მისკენ მისწრაფების სურვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.