ახალი ამბები
უწყვეტი პროტესტის ფონზე, ნაძვის ხეს ქუთაისშიც ამონტაჟებენ
FaceBook
ქვეყანაში და მათ შორის ქუთაისში, უწყვეტი პროტესტის ფონზე, ქუთაისის მერიამ  ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. 
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელსაც მესხიშვილის თეატრის წინ განთავსდება. სამონტაჟო სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მიერ დილიდან მიმდინარეობს. 



როგორც "ქუთაისიპოსტს" მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, ქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე დაწყებულია და მალევე დაიდგმება ნაძვის ხეც, თუმცა როდის, ზუსტ თარიღს არ ასახელებენ. 



საახალწლო ნაძვის ხის აწყობა-მორთვის სამუშაოები თითქმის დაასრულეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც უკვე მე-12 დღეა, ათასობით ადამიანის პროტესტი არ წყდება. 

8 დეკემბერს, პროევროპული დემონსტრაციების მე-11 ღამეს, დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე საპროტესტო აქციების დარბევისას დაშავებული და დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს, თუმცა 
თბილისის მერიის თანამშრომლებმა, აქციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ფოტოები მოხსნეს და გადაყარეს.


თბილისი, ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი ადამიანები მმართველ პარტიაში მიღებულ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. მოქალაქეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას და დაკავებისას მათზე მოძალადე სამართალდამცველების გამოვლენას და დასჯას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
11:40 / 05.02.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების
მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის
მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ
დაიწყო.
17:36 / 04.02.2025
შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.