"ეს სისულელეც "ნაციონალების" მოგონილია" -შოთა მურღულია
შოთა მურღულია "ნაციონალების" მოთხოვნას პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიის ქალაქის მიერ დასუფავებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ
ნონსენს უწოდებს.
მურღულია ამბობს, რომ ტერიტორია შპს-ს ეკუთვნის და ქალაქის
ხელისუფლებას არ აქვს მის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
"შპს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და საჯარო ფინანსების იქ
დახარჯვა არ შეიძლება. საქმე იმაში, რომ ეს ტერიტორია პარლამენტსაც არ
ეკუთვნის, არამედ იმ შპს -ს, რომელმაც შენობა ააშენა და ეგ სისულელე
სწორედ "ნაციონალების" მოგონილია",-განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, თუ "ნაციონალები" ამ საკითხის იურიდიულ გამართლებას
იპოვიან და შესაბამის წინადადებას დააყენებენ, ადგილობრივი
თვითმმართველობა საკითხის განხილვისთვის მზადაა.
მურღულიას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიმდინარეობს
მოლაპარაკება შპს-ს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც
გადაწყდება ვის ბალანსზე იქნება ტერიტორია.
მასალის გამოყენების პირობები