ახალი ამბები
პროტესტის გაგრძელების გეგმა დღეს, 19:00 საათზე გახდება ცნობილი
FaceBook
რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის გასაგრძელებლად, ამის შესახებ საზოგადოებას დღეს, 19:00 საათზე ეცნობება.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"19:00 სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ", - წერს გიორგი ვაშაძე.

ამ დროისთვის აქციაზე სიმშვიდეა. მოქალაქეები სამოქმედო გეგმის გაცნობას ელოდებიან.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის დაშლა დილის შვიდი საათიდან დაიწყეს. პოლიციელები მოქალაქეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ. უწყების ინფორმაციით, აქციაზე 16 ადამიანის დაკავება მოხდა, მათგან სამი, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორი, სერგო ბარამიძე, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 28.01.2025

"იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის"; "თუ მსხვერპლია საჭირო, მე ვიქნები" , - ეს პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გზავნილებია ციხის საკნიდან.

საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს
მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს
წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან ორგანიზაციის
ცნობით, ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს.
12:27 / 27.01.2025
საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან ორგანიზაციის ცნობით, ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.