USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამა
აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში /
Human Rights Through the Lens.
საკონკურსო პირობების თანახმად კონკურსში
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც
ამჟამად სწავლობს იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
არსებულ უმაღლეს სასწავლებელში.ფოტოს გადაღება შესაძლებელია ციფრული
ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი].
ფოტოს შინაარსი უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ
საკითხებს.
ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს
გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი -
1000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების
წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.
საკონკურსო ფოტოს [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი] შემოტანა შესაძლებელია
მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ასევე უნდა გაგვიზიაროთ ფოტოთი
გადმოცემული ამბის აღწერა [მაქსიმუმ 150 სიტყვა], მიუთითოთ თქვენი
ასაკი, რეგიონი და საკონტაქტო ნომერი.
მასალის გამოყენების პირობები