მოსახლეობამ მერიას 15 მარტამდე უნდა მიმართოს
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში,
ეზოების კეთილმოწობისთვის განაცხადების მიღების ვადა იწურება.
მოსახლეობამ თანადაფინანსების პრინციპით კორპუსების მიმდებარე
ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ადგილობრივ
თვითმმართველობას განცხადებით 15 მარტამდე უნდა მიმართოს. წინააღმდეგ
შემთხვევაში პროექტის შესრულების ვადები 2017 წელს გადაიწევს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში
შესაბამის სამსახურში უკვე 100-ზე მეტი განაცხადია შესული.
ეზოების კეთილმოწობას ქუთაისის მერია 90%-იანი თანადაფინანსებით
ახორცილებს. დარჩენილ 10%-ს კი მოსახლოება ფარავს.
ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიზნით 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები