ახალი ამბები
რატომ აჩერებს ჭიათურის მაღარო მუშაობას - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას ადანაშაულებს
FaceBook
"ჯორჯაინ მანგანეზი" ჭიათურაში საწარმოო პროცესს აჩერებს და ამას სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის შედეგად წარმოშობილ ფინანსურ კრიზისს აბრალებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70%-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.

"აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო, კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს. შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება",- აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაში. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმოო პროცესი მომდევნო 4 თვის განმავლობაში იქნება შეჩერებული, ამ პერიოდში კი ეცდებიან, შეიმუშაონ და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმონ კრიზისის დაძლევის გეგმა.

"გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს",- აცხადებენ "ჯორჯიან მანგანეზში". 

აღნიშნულ პირობებში, კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობს.

ჭიათურის მაღაროსთან ერთად, მუშაობა შეაჩერა ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამაც, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ასევე "ჯორჯიან მანგანეზია".

საწარმოების მუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ, 31 ოქტომბერს, გავრცელდა

სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტის 236-ე დღეა. მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მანგანუმის მოპოვების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებს და ზარალის შესაბამის კომპენსაციას ითხოვს. ამ ხნის მანძილზე, სოლიდარობის ნიშნად, შუქრუთში არსებული ყველა ვახტა და მაღარო გაჩერებული იყო. 

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანიის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს – სილიკომანგანუმს აწარმოებს და „ვარციხეჰესი“, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.


ამავე თემაზე:

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან,
საწარმოო სიმძლავრეებს თიშავს და ფეროშენადნობების წარმოების
პროცესს აჩერებს.
15:41 / 01.11.2024
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან, საწარმოო სიმძლავრეებს თიშავს და ფეროშენადნობების წარმოების პროცესს აჩერებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.