ახალი ამბები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა მოიმატა და 682 ათასს გადააჭარბა
FaceBook
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის ტანახმად,  454 165 ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია.

გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა, აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული. ცნობისათვის, საქართველოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.

რეგიონების მიხედვით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

თბილისი - 146 639
ქვემო ქართლი - 102 392
იმერეთი - 82 837
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 80 131
აჭარა - 69 736
კახეთი - 66 211
შიდა ქართლი - 56 024
გურია - 26 971
სამცხე-ჯავახეთი - 20 167
მცხეთა-მთიანეთი - 18 337
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 290
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
11:33 / 21.11.2024
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
16:53 / 20.11.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.