26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჯამში 490 ინციდენტი და
დარღვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებში“
აცხადებენ
ორგანიზაციის თანახმად, მათი უმრავლესობა (297) საქართველოში გახსნილ
საარჩევნო უბნებზე მოხდა, ნაწილი (167) - საარჩევნო
უბნებთან,დანარჩენი - საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.
სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში
წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ:
საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე დააფიქსირა 64
შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში);
საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან
დაკავშირებით);
ცესკოში - 1 საჩივარი.
ორგანიზაცია იუწყება, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვლინდა შემდეგი
სახის დარღვევები და ინციდენტები:
ბიულეტენების ჩაყრა (2);
მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12);
დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება (30);
მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76);
ხმის ფარულობის დარღვევა (76);
გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22);
ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17);
სხვა დარღვევები (62);
საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26);
საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა
(167);
კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების
31%);
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები
საარჩევნო უბნებზე (25 - საარჩევნო უბნების 11%);
ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების
19%);
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%).
მასალის გამოყენების პირობები