ახალი ამბები
ქუთაისის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება
FaceBook
ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის აქტიური განხილვები 15 ნოემბრიდან დაიწყება.

ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან, ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, ყველა ის შენიშვნა თუ მოსაზრება ასახონ, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა. 


"ყველაზე მთავარი ქუთაისისთვის იწყება, ეს არის მთავარი ფინანსური დიკუმენტის განხილვა. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა: გარდა იმისა, რაც პირდაპირ დღგ-ს და საშემოსავლოს ნაწილში აისახება ქალაქის ბიუჯეტში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან ერთად, ჩვენ ველოდებით დამატებით სახსრებს რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან.

ამავდროულად, მოგეხსენებათ, რომ როდესაც პრემიერი იმყოფებოდა ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მან ღიად დააანონსა დამატებით 40 მილიონი ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც კონკრეტულ პროგრამებს მოხმარდება. ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებებს, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ ნაწილს, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას და ა.შ. ამაზე გვექნება ღია მსჯელობა", - განაცხადა  ირაკლი შენგელიამ. 

მისივე თქმით, ბიუჯეტირების ნაწილში აქტიურად ჩაერთვება საფინანსო საბიუჯეტო კომისია, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭო. 

"მერის მოადგილესთან ერთად გარკვეულ საკითხებზე უკვე ვიმსჯელეთ, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ მოხდეს საკრებულოს და აღმასრულებელი ნაწილის თანამშრომლობის ფორმატი, რათა უკეთ განვიხილოთ და უკეთ დავგეგმოთ, თუ რა ფორმით წარვუდგენთ მოსახლეობას და როგორ იქნება ასახული მოსახლეობიდან მიღებული უკუკავშირი ბიუჯეტის პროექტში",- განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 

ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები ასე იყო გადანაწილებული: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები; ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. 

მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 115 მილიონ 510, 700 ლარს შეადგენდა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ
რაიონებში, 1-2 ნოემბერს, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:50 / 31.10.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, 1-2 ნოემბერს, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქუთაისში, ი. აბაშიძის გამზირისა (#20) და ბუხაიძის 2მ/რაიონის
(პირველივე სამხარეთით) ტერიტორიაზე, შესაძლოა, საზოგადოებრივი
დანიშნულების მქონე შენობები განთავსდეს.
12:11 / 31.10.2024
ქუთაისში, ი. აბაშიძის გამზირისა (#20) და ბუხაიძის 2მ/რაიონის (პირველივე სამხარეთით) ტერიტორიაზე, შესაძლოა, საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობები განთავსდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.