ახალი ამბები
"არ ვეგუებით რუსეთს" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და თქვეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს.

"არ შევეგუებით რუსეთს", "ჩვენ ვნახეთ გაყალბება", "ვიცავთ ჩვენს არჩევანს" - ამ და სხვა სლოგანებით აქციის მონაწილეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება, საქართველოში რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს, რასაც ქართული საზოგადოება არ შეეგუება.
„იმდენ გაყალბებაზეა საუბარი, იმდენი დარღვევა დაააფიქსირეს დამკვირვებლებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა, შეუძლებელია ეს არჩევნები ლეგიტიმურად  მივიჩნიოთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გაყალბების ყველა მეთოდი გამოიყენეს და ყველა ეს მეთოდი რუსული ხელწერისაა. თავად ვიყავი დამკვირვებელი და ჩემი ყურით მოვისმინე როგორ იტხოვდნენ კომისიის წევრები ამომრცევლისგან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო არ ვენდობი ცესკოს გამოქვეყნებულ ციფრებს და არ ვცნობ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. რუსეთი ყველანაირი ფორმით ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, - ამბობს აქციის მონაწილე ნინო მაგველაშვილი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური
ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
12:13 / 18.04.2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.