"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ცალკე ეხმაურება მედიის
წარმომადგენლების მიმართ, საარჩევნო უბნებზე განხორციელებულ აგრესიასა
და ფიზიკურ ძალადობას.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო უბნებზე მთელი დღის
განმავლობაში მობილიზებული არიან ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც
ახორციელებენ აგრესიას ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ. მედიის
მისამართით მტრული გარემოს შექმნაში მონაწილეობენ საარჩევნო უბნის
წევრებიც.
"მთელი დღის განმავლობაში, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული
ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან
შეინიშნება აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების
მისამართით. ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში
ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს", - წერს "საია" და
მიუთითებს კონკრეტულ შემთხვევებზე. კერძოდ:
ძალადობრივი ჯგუფები ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში.
ფიზიკურად გაუსწორდნენ
CNews-ის
ჟურნალისტს.
"მთავარი არხის" წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და
ბათუმში.
გამოვლინდა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში;
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას
ცდილობდნენ რადიო "მარნეულის", "პუბლიკას", "ფორმულასა" და "ტვ
პირველის" ჟურნალისტებისთვის.
"საია" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ჟურნალისტების
უსაფრთხოება და უზრუნველყონ მათ საქმიანობაში ჩარევისა და მედიის
წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები