ქუთაისში საარჩევნო უბნები დაიხურა
FaceBook
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა.

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ბოლო მონაცემებით, არჩევანი 81 242  ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27%  პროცენტს შეადგენს.

ქუთაისში ხმის მიცემის პროცესი უმეტესად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ცალკეულ უბნებზე დარღვევები მაინც დააფიქსირეს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს მათი წარმომადგენლებისთვის ხელისშეშლაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ცესკოს მიერ დამონტაჟებული კამერის მოხსნაზე, რითაც პროცესის ვიდეომონიტორინგს ხელი შეეშალა. საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩევლების ნებაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს "გახარია საქართველოსთვის". #7 საარჩევნო უბანზე გახარიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის ფაქტიც.

პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ქუთაისის საოლქოში 33  საჩივარი შევიდა, რომლებზეც საოლქო კომისია იმსჯელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.