ახალი ამბები
"მონპლეზირის" თაღთან, დაზიანებული გრაფიტის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, "მონპლეზირის" თაღთან არსებული, თვეების წინ დაზიანებული, კედლის მხატვრობის აღდგენა დაიწყო.
აქამდე, ტურისტულ ლოკაციაზე მდებარე, ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიჩნეული გრაფიტი შავი წარწერებით იყო გადაღებილი.


გრაფიტის აღდგენითი სამუშაოები


ცისფერყანწელების ქუჩაზე განთავსებული, პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი, კედლის მხატვრობა მიმდინარე წლის იანვარში დააზიანეს.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ვანდალიზმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ღამის საათებში, ჩაიდინეს და ქვეყანა იმ დღესვე დატოვეს.

მერიაში განმარტავდნენ იმასაც, რომ კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინი გრაფიტთან შეთანხმება მიღწეული იყო. ის კვლავ ჩამოვიდოდა ქუთაისში და "არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის" ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენდა. აღნიშნული სამუშაოები მომხდარიდან 10 თვეში დაიწყო. 

"მონპლეზირის" თაღთან არსებული გრაფიტი", ქარავან არტ ფორუმის" ფარგლებში, 2016 წელს შესრულდა.


ამავე თემაზე:

"გრაფიტი უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა“- მერია დაზიანებულ კედელზე

"ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად გამოვლინდება, გრაფიტს კი აღვადგენთ"- ქუთაისის მერია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.