ასე გამოიყურება ქუთაისში, "მონპლეზირის" თაღთან არსებული პოპულარული
და ბევრისთვის საყვარელი კედლის მხატვრობა.
უცნობმა პირებმა ის დააზიანეს და შავი წარწერებით გადაფარეს.
ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში
განმარტავენ, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანების
ჩამდენს აუცილებლად გამოავლენენ.
„გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის
ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!“,- განმარტავენ მერიის
პრესსამსახურში.
ქუთაისში ე.წ. მონპლეზირის მიმდებარე კედელი თანამედროვე ხელოვნების
ფესტივალის "ქარავან არტ-ფორუმი 2016" ფარგლებში
მოიხატა. გოგონას მულტიმედიური პორტრეტის
ავტორი ფრანგი მხატვარი გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები