აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით, ზამთრის სეზონზე, ფრენები
კვირაში 10 -ჯერ შესრულდება.
აღნიშნულის შესახებ აეროპორტების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძისა და
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ
ალნუაიმის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც დავით
აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს სტუმრობდა.
„მიხარია, რომ ვიმყოფები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც
ძალიან ლამაზი და თანამედროვე აეროპორტია. კმაყოფილები ვართ, რომ Wizz
Air Abu Dhabi, რომელიც აბუ დაბიდან ქუთაისში ყოველდღიურად დაფრინავს,
სულ მალე ფრენებს თითქმის გააორმაგებს. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია
და გარკვეულ დღეებში ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“,-
განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის
თქმით, აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული
რეისები, ამ ეტაპზე, ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი
რეისები ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10
სიხშირით შესრულდება.
„მქონდა პატივი მემასპინძლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების სრულუფლებიანი
ელჩისთვის. დავათვალიერებინეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ვისაუბრეთ
სამომავლო გეგმებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუთაისის
აეროპორტში აბუ-დაბიდან გვაქვს ყოველდღიური რეისები და 2024-2025 წლის
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აბუ-დაბიდან ქუთაისში პირდაპირი რეისები
დღეში ორჯერ გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლო
აღმოსავლეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩვენთვის ტურისტული
მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს წარმოადგენს. ჩვენ აქტიურად
გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულების კიდევ უფრო
პოპულარიზაციისთვის“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის
მიმართულებით ავიაკომპანიაWizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი
მგზავრი გადაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები