ახალი ამბები
ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ნაცვლად - რა მიიღო ქუთაისმა ექვსი წლის შემდეგ
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.

11 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეფცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად წარადგინა.

დაპირების მიხედვით, რომელიც ქუთაისელებს ბევრჯერ მოუსმენია, შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება, რაც გულისხმობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმების, ტექნოლოგიური პარკის მოწყობას, საერთაშორისო აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამების დანერგვას. ცენტრში უნდა განთავსდეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, საქპატენტის ip სასწავლო და "აწარმოე საქართველოს" საკონსულტაციო ცენტრები. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ჰაბი გულისხმობს ქართული ხელოვნური ინტელექტის შექმნის შესაძლებლობასაც.

პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე, თუმცა, კონცეფციის მიხედვით, ცვლილება არ შეეხება ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს და ის პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს. ცენტრის მოსაწყობად 12 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტექნოლოგიური ჰაბი მომავალ წელს უნდა გაიხსნას. პროექტზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო "ჯიტა" მუშაობს.

პარლამენტის შენობაში გამართული პრეზენტაციის ფოტო

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლოს გაუქმდა. ქუთაისელების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მუშაობა დედაქალაქში გააგრძელა.

წლების განმავლობაში, მმართველი გუნდი, ქალაქს, პარლამენტის ნაცვლად სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. თავდაპირველად, შენობაში საპოლიციოო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა. 2019 წელს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში საკონფერენციო დარბაზის მოწყობის იდეა გააჟღერა. ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია შენობის გაყიდვაზე ალაპარაკდა. მორიგი დაპირების გაცემას დამატებით ორი წელი დასჭირდა და 2022 წელს, ასევე ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი მოეწყობოდა. დაპირებიდან კიდევ ორი წელი გავიდა და საბოლოოდ, ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის პრეზენტაცია 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. ვიდრე ხელისუფლება დაპირებებს გასცემდა, ექვსი წლის განმავლობაში შენობა მიტოვებული იყო და ნადგურდებოდა. 

ადგილობრივები, ქუთაისში პარლამენტის გაუქმებით, ქალაქისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. სამოქალაქო აქტივისტები დგამდნენ სხვადასხვა პერფორმანსს და ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას ითხოვდნენ. ექვსი წლის შემდეგ კი ხელისუფლება, რომელსაც დაპირებების შესრულება არ სჩვევია, ქალაქს ტექნოლოგიურ ჰაბს ჰპირდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის #16 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების
(გადასატანი ყუთის გამყოლის, ნაკადის მომწესრიგებელის,
რეგისტრატორების) გამოსავლენად, წილისყრა ჩატარდა.
12:55 / 18.10.2024
ქუთაისის #16 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების (გადასატანი ყუთის გამყოლის, ნაკადის მომწესრიგებელის, რეგისტრატორების) გამოსავლენად, წილისყრა ჩატარდა.
სახელმწიფოს შუამავლობით, შუქრუთელებსა და კომპანია
12:04 / 18.10.2024
სახელმწიფოს შუამავლობით, შუქრუთელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მედიაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტთან პროტესტი არ შეწყვეტილა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.