ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა
FaceBook
ქუთაისის #16 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების (გადასატანი ყუთის გამყოლის, ნაკადის მომწესრიგებელის, რეგისტრატორების) გამოსავლენად, წილისყრა ჩატარდა.

წილისყრა ზუსტად 12 საათზე დაიწყო, თუმცა უბანზე, რომელიც 17 წევრისგან შედგება, პარტიების მიერ წარდგენილი 7 კომისიის წევრი (აქედან ერთი საოლქოდან) არ მივიდა.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ცხვედიანის თქმით, წილისყრა მხოლოდ რეგისტრატორების გამოსავლენად ჩატარდა, დანარჩენი ფუნქციების გამოსავლენად კი გადათამაშება არ შემდგარა. 

"არ იმყოფებოდნენ შემდეგი პარტიების: "ევროპული სოციალისტების", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს", "ევროპული საქართველოს", ალეკო ელისაშვილის პარტიდან დანიშნული კომისიის წევრები და ერთი - ოლქის მიერ დანიშნული. გადასატანი ყუთის გამყოლის ფუნქციაზე გათამაშება არ ჩატარდა, რადგან მხოლოდ ორი იყო პარტიის წარმომადგენელი და აქედან, ერთ-ერთმა უარი განაცხადა",- განმარტა მაია ცხვედიანმა.

მისივე თქმით, პირველ გადასატან ყუთს გაყვებიან "ოცნებიდან" და ელისაშვილის პარტიიდან კომისიის წევრები, მეორე გადასატან ყუთს კი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელსაც წაყვება ორი სპეცწევრი. 

მისივე თქმით, ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია "ევროპული სოციალისტების" წევრს მიანიჭეს, რეგისტრატორების კი - ოლქის მიერ დანიშნულ წევრებს. 

ქუთაისის #16 საარჩევნო უბანზე სულ 2465 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატან ყუთში კი - 47. დღეის მონაცემებით კი, ქუთაისში, ჯამში, 152 506 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ეს პირველი არჩევნებია, როდესაც კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდა.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.