ახალი ამბები
მედიაციის პარალელურად, შუქრუთელების პროტესტი გრძელდება
FaceBook
სახელმწიფოს შუამავლობით, შუქრუთელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მედიაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტთან პროტესტი არ შეწყვეტილა.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, რომელიც კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტს აგრძელებს. პროტესტის მონაწილეები, მიმდინარე კვირაში, უკვე ორჯერ შეხვდნენ "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს, თუმცა, შეთანხმების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. შუქრუთელებს ორივე შეხვედრამ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების განცდა დაუტოვა.

"ჩვენი და მათი პოზიციები აბსოლუტურად განსხვავებულია. კომპანიაც და სახელმწიფოც სხვა რეალობიდან გვესაუბრება. არ იყო არანაირი კონკრეტიკა. გვრჩება განცდა, რომ დროის გაწელვას ცდილობენ, რომ როგორმე არჩევნებამდე მივიდნენ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შვიდი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. 11 სექტემბერს მათ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს, სადაც უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში უწევთ ღამის გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაცია შესთავაზა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. კომპანია ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ოპერირებს. მადნის მოპოვებას დამანგრეველი შედეგები აქვს სოფელ შუქრუთისა და ითხვისისთვის. სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაბზარულია, ნაწილი კი მიწამ ჩაიტანა. ადგილობრივები კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ. "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მან დაზარალებულებზე უკვე გასცა თანხა, თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას კომპენსაცია არ მიუღია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.