ახალი ამბები
ადგილები ქუთაისში, სადაც წინასაარჩევნოდ, პლაკატების გაკვრა აკრძალულია/დაშვებულია
FaceBook
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.

კერძოდ, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ნება დაერთოთ, საარჩევნო პერიოდში, პლაკატები განათავსონ ქუთაისში, წერეთლის ქუჩიდან სადგურის მოედნამდე არსებულ საყრდენ კედელზე. 

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების გაკვრა ასევე დასაშვებია:

ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე;

ახალგაზრდობის გამზირის №21-ის დასავლეთით არსებულ ნაპირსამაგრი ნაგებობების ფასადზე;

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში;

დავით მანდარიას ქუჩაზე არსებულ კედელზე, №12 საჯარო სკოლიდან სადგურის მოედნამდე;

ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე;

ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე „მუხნარის“ ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში;

ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ);

ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;

თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია);

სულხან-საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;

ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.

პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან სააგიტაციო მასალები არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. 

რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც პლაკატების განთავსება/გაკვრა აკრძალულია, ეს არი საკულტო ნაგებობების, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერები და ექსტერიერები.

საარჩევნო პლაკატების გაკვრა ასევე აკრძალულია საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო „სულიკოდან“ „ავტოქარხნის“ გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებზე, გარე-განათების ბოძებსა და მწვანე ნარგავებზე.

ცნობილია ის ადგილებიც, სადაც, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატების, დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება აქვთ. ესენია: ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №2, „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის გამზირი №98-ის ჩრდილოეთით და ახალგაზრდობის გამზირი №96-ის სამხრეთით არსებულ შენობაში („ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლე“) და გ. ტაბიძის ქუჩის №58-ში მდებარე შენობაში (№2 მუსიკალური სკოლის შენობა). ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების ადმინისტრაციასთან.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.