ახალი ამბები
"საჰაერო პარკინგი"– ქუთაისის მომავლის ავტოსადგომი
FaceBook
ავტომობილების რაოდენობა ქალაქში ყოველწლიურად იზრდება

ქუთაისი საპარკინგო ლოკაციების რაოდენობით საერთაშორისო სტანდარტებს ჯერ–ჯერობით აკმაყოფლებს, თუმცა, მალე შესაძლოა, ქალაქში საჰაერო პარკინგის საჭიროება დადგეს. ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილების რაოდენობა ქალაქში ყოველწლიურად იზრდება.

შპს "პარკინგსერვისში" მიიჩნევენ, რომ საჰაერო ავტოსადგომის საჭიროება არცთუ შორეული პერსპექტივაა.

"ჯერ-ჯერობით, საპარკინგო ადგილების რაოდენობით, რაც ქალაქში არსებული ავტომობილების 10%-ის ერთდროულად დაპარკინგების შესაძლებლობას გულისხმობს, სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, თუმცა, საჰაერო პარკინგის საჭიროება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათგან გვაქვს სრული მხარდაჭერა",-ამბობს შპს "პარკინგსერვისის" დირექტორი ირაკლი სარიშვილი.

მისივე თქმით, ქალაქში რამდენიმე ასეთი პარკირების ადგილი მოეწყობა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, თითოეული მათგანი სამსართულიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობითად, თუ ერთ სართულზე 75 ავტომობილი დაეტევა, სამსართულიანი პარკირების სისტემის შემთხვევაში სამჯერ მეტი ავტომობილის პარკირება იქნება შესაძლებელი.

საჰაერო პარკინგი არის პაზლის ტიპის ორ და მრავალსართულიანი ლიფტისებური სისტემა. იგი გათვლილია ე.წ. კარუსელურ როტაციაზე, რაც გულისხმობს დასაპარკინგებელი ავტომობილისთვის დაკავებული ადგილის ავტომატურ გამოთავისუფლებას. შედგება მეტალის კონსტრუქციისგან და მონტაჟდება მარტივი ტექნოლოგიით. ასევე მარტივადაა შესაძლებელია მისი დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა. ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა საჰაერო პარკინგის არის ის, რომ სისტემა არ საჭიროებს მსხვილ კაპიტალდაბანდებას.

ქუთაისში შპს "პარკინგსერვისს" 272 მიწისზედა საპარკინგო ლოკაცია აქვს.
2016 წლის 5 თებერვლიდან ქალაქის მასშტაბით პარკირება ფასიანია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.