ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თეატრალური დასი იქმენა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თეატრალურ დასში
მოხვერისთვის ვადა 15 მარტამდე აქვთ.
თეატრალური დასის ხელმძღვანელის თორნიკე ჭელიძის თქმით, ჯერ არ არის
გადაწყვეტილი რამდენი სტუდენტი გახდება თეატრალური დასის წევრი.
"ჯერ არ ვიცით, რამდენი კონკურსანტი მიიღებს კასტინგში მონაწილეობას.
შესაძლებელია დასში დავიტოვოთ 16 მსახიობი, რვა გოგო და რვა ბიჭი.
თუმცა ამას კონკურსის მიმდინარეობასთან ერთად გადავწყვეტთ," -
განაცხადა თორნიკე ჭელიძემ.
თეატრალური დასისთვის მსახიობების შესარჩევი კონკურსი 16-17 მარტს
გაიმართება. დასისთვის მსახიობებს თორნიკე ჭელიძესთან ერთად აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი
გიორგი ოკრიბელაშვილი და თვითმმართველობის წევრები შეარჩევენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რეგისტრაციის
გავლა თვითმმართველობის ოთახში შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები