ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2024-2025 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია კი 2 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

როგორც ა(ა)იპ "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" განმარტავენ, მშობელმა მის მიერ შერჩეულ ბაღში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი); 2 სურათი ¾-ზე; ჯანმრთელობის ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. 

ქუთაისის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 28 ივნისს დაიწყო. ივლისის თვის განმავლობაში კი ქალაქში ორი მორიგე ბაღი ფუნქციონირებდა.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე
მასშტაბურ აქციას გამართავენ.
10:07 / 16.04.2025
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე მასშტაბურ აქციას გამართავენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
13:45 / 15.04.2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.