ახალი ამბები
როგორ გადანაწილდა, სტიქიური შედეგების სალიკვიდაციოდ, თანხები იმერეთის მუნიციპალიტეტებზე
FaceBook
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 26 949 000 ლარი გამოიყო.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 5 738 000 ლარი ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი - ხონის მუნიციპალიტეტისთვისაა (130 000 ლარი) გამოყოფილი.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად თანხები იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს - 2 990 000 ლარი;

ქუთაისის მუნიციპალიტეტს - 3 986 000 ლარი;

ჭიათურის მუნიციპალიტეტს - 5 738 000 ლარი;

ტყიბულის მუნიციპალიტეტს - 1 750 000 ლარი;

საჩხერის მუნიციპალიტეტს - 1 110 000 ლარი;

ბაღდათის მუნიციპალიტეტს - 4 480 000 ლარი;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს - 545 000 ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს - 625 000 ლარი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტს  - 1 105 000 ლარი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტს - 1 785 000 ლარი;

ვანის მუნიციპალიტეტი -  2 705 000 ლარი;

ხონის მუნიციპალიტეტს -  130 000 ლარი;

საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის კი, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობამ, ჯამში, 104 877 000 ლარი გამოყო.

26 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, იმერეთის რეგიონშიც. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ოჯახური მეურნეობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.