ახალი ამბები
დაზიანებული ავტომობილები, დატბორილი ქუჩები და კორპუსის სარდაფები - სტიქიის შედეგები იმერეთში
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
26 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები ქუთაისსა და ხონის მუნიციპალიტეტში შექმნა.

ხონის სოფელ მათხოჯში მოსახლეობას ეზოები და სავარგულები დაეტბორა. ადგილზე სანიაღვრე და სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.


სოფელი მათხოჯი

ქუთაისში კი, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. სრულად დაიტბორა ბუხაიძისა და ავტომშენებლის ქუჩები. დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები. ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები.

წერეთლის და რუსთაველის ქუჩებზე კი წყლის ნაკადმა ნატანი ჩამოიტანა, რამაც სანიაღვრეების მუშაობა შეაფერხა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც მერიის "სპეციალური სერვისების " თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და "ენერგოპრო ჯორჯიას" წარმომადგენლები. ამუშავებული იყო მერიის ცხელი ხაზი.


ქუთაისი

ქუთაისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტს უკვე შეძენილი აქვს მდინარე ოღასკურას რეაბილიტაციის პროექტი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება, რის შედეგადაც აღნიშნული პრობლება აღარ იარსებებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 27 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.