ახალი ამბები
საკრებულომ "გუბერსკის" ციხისა და საკონსერვოს ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, "გუბერსკის ციხისა" და საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.

მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა კუბლაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერს, მიეცა თანხმობა, კონცეფციას ხელი მოაწეროს, დოკუმენტები კი მეპატრონეებმა ახლო მომავალში უნდა წარმოადგინონ. 

"ეს არის პირველი სტადია, მეორე ეტაპზე დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ნიუანსი, რამდენ სართულიანი იქნება, კ2 (რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები) რამდენი იქნება და ა.შ. რაც შეეხება საკონსერვო ქარხნის ყოფილ შენობას, 16 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხდება განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავება",- განმარტა მამუკა კულბლაშვილმა. 

"გუნერსკის ციხის" შენობისა და საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმის დოკუმენტები "ქუთაისიპოსტმა" მოიპოვა. 

დოკუმენტის მიხედვით, „გუბერსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება.

ასათიანის ქუჩის №96-სა და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკონსერვოს ყოფილი ტერიტორია) კი, მაღალი კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე სულ 15 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა განთავსდეს.

საუბარია 79 502 კვ მ (დაახლოებით 8 ჰა-მდე) ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც 16 მიწის ნაკვეთს მოიცავს, სადაც 5-11 სართულიანი შენობები უნდა განთავსდეს. კომპლექსში, საცხოვრებელ ფუნქციასთან ერთად, თავს მოიყრის კომერციული ფართები და დახურული ავტოსადგომები.

დოკუმენტაცია შპს „ლუჯი ჰაუსის“, შპს „ალგა ჯგუფის“, შპს „ჯი ენდ ჯისა“ და შპს „ქუთაისი დეველოპმენტ გრუპის“ დაკვეთით არის დამუშავებული. სწორედ ეს ოთხი კომპანია აშენებს ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კომპლექს. 

საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორია მერიამ გასული წლის ივლისში 88 050 00 ლარად გაყიდა, მიმდინარე წლის მარტში კი საკრებულომ აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ნებართვა გასცა. 

რაც შეეხება ტაბიძის ქუჩაზე არსებულ "გუბერსკის ციხის"შენობას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

ამავე თემაზე:

რა უნდა აშენდეს საკონსერვო ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე - განაშენიანების გეგმა

"გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგრევენ - რა წერია ტერიტორიის განაშენიანების გეგმაში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.