ახალი ამბები
ხარაგაულის სოფელ გედსამანიას სტიქიამ მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გედსამანიაში, სტიქიისგან მოყენებულ ზარალს ითვლიან.
მერიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ზარალი მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

11 ივნისს, სოფელში, ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე უხადურას ასეთი წყალუხვობა უხუცესს გედსამანიელებსაც არ ახსოვთ.

ადიდებულმა მდინარემ დაანგრა და წაიღო 6 ხიდბოგირი. სოფლის ცენტრალური გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა ღორღით, რამდენიმე ადგილზე გამოცლილია მიწა. ჩადუნლების უბანში წაღებულია საუბნო გზა. დაზიანებულია სავარგულები, ავტომობილები, დატბორილია ეზოები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

სოფლის ცენტრიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით, რადგან მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და გზაზე მოედინება.

9 ივნისს მოსული სტიქიის შედეგად კი იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებით ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობა. 

ამავე თემაზე:

დაზიანებულია 26 სახლი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 5 სოფელს - სტიქიის შედეგები იმერეთში

"ყველაფერი გააფუჭა, ხილი, ვენახი, ყანა" - იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.