ახალი ამბები
"ყველაფერი გააფუჭა, ხილი, ვენახი, ყანა" - იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან
FaceBook
9 ივნისს მოსულმა სტიქიამ იმერეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბაღდათსა და ზესტაფონში, სადაც ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

ადგილობრივების თქმით, დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.

„დაიწყო ჯერ წვიმა, მერე მოაყოლა სეტყვა დიდი რაოდენობით, მუჭის სიმსხოები იყო. სულ რაღაც 10 წუთში განმეორდა და გაგრძელდა 25 წუთი. ყველაფერი გააფუჭა, ხილი, თხილი, ვენახი, ყანა, არაფერი დაგვიტოვა, ატირებულია მთელი სოფელი“,- ამბობს ზესტაფონის სოფელ მეორე სვირის მცხოვრები.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოსული სტიქიის ზარალი ჯერ ცნობილი არ არის. ადგილობრივ თვითმმართველობებს სტიქიის შესახებ  ოფიციალურად ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი გვითხრეს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა (ზოგან ძლიერი), ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

ფოტო: ტვ პირველი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.