9 ივნისს მოსული სტიქიის შედეგად, იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი
დაზარალდა.
როგორც იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ
განაცხადა, სტიქიამ ყველაზე მეტად ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობა
დააზარალა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ მეორე სვირსა და
ობჩაში, სადაც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული სახლები და სახნავ-სათესი
მიწები.
„ამ ეტაპზე, იმერეთში 26 საცხოვრებელი სახლი გვაქვს
დაზიანებული. 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტოენერგია, საიდანაც ორ
სოფელში უკვე აღდგენილია და დღის ბოლომდე 5-შიც აღდგება. ვნახულობთ
ზარალის ოდენობას, მუნიციპალიტეტები ითვლიან და გარკვეული დროის
შემდეგ გვექნება ზუსტი ინფორმაცია“,- განმარტა ზვიად
შალამბერიძემ.
ჩამონგრეული ჭერი ზესტაფონის სოფელ მეორე
სვირში
9 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა იმერეთის
მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში
წვიმა (ზოგან ძლიერი), ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება 10 ივნისის
ჩათვლით გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
"ყველაფერი გააფუჭა, ხილი, ვენახი, ყანა" - იმერეთში სტიქიის
შედეგებს ითვლიან
მასალის გამოყენების პირობები