ახალი ამბები
"გემო ფესტის" გამო, 18 ივნისის ჩათვლით, ქუთაისის გარკვეულ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
17 ივნისის ჩათვლით, გრიშაშვილის ქუჩის დასაწყისიდან თეთრ ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და პარკინგი შეიზღუდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მსგავსი შეზღუდვა, ასევე, დაწესდება ცისფერყანწელთა ქუჩაზე, 12-დან 18 ივნისის ჩათვლით.

მიზეზი გასტრონომიული ფესტივალი ,,გემო ფესტია", რომელსაც ქუთაისი 15 და 16 ივნისს უმასპინძლებს.

შესაბამისად, შეზღუდვა აღნიშნული ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისა და თავად ფესტივალის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით განხორციელდება.

"გემო-ფესტ 2024-ი" წელსაც ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ჩატარდება.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორები საოცარი არომატებითა და გემოებით თავბრუდამხვევ გასტრონომიულ თავგადასავალს ჰპირდებიან.

„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით დაარსებული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას, ახალი გემოებისა და კერძების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების და პროდუქტების გაჩენას. ამასთან, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გასტრონომიული მიმართულების განვითარება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა მოგზაურებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი გახდება და რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადები გაიზრდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.