გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს, 10 ივნისს, დასავლეთ
საქართველოში, წვიმა შენარჩუნდება და
ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიკლებს.
მისივე თქმით, 11-12 ივნისს, შუადღის საათებში, შესაძლებელია მცირე,
ხანმოკლე ხასიათის წვიმა.
"კვირის ბოლომდე, 15 ივნისამდე, შედარებით მდგრადი, უნალექო ამინდი
იქნება და ჰაერის ტემპერატურა 33-დან 36 გრადუსამდე მოიმატებს",-
განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 16 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და
მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით.
მასალის გამოყენების პირობები