ონის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ბიძგების შედეგად, ბზარები რამდენიმე
საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების
ნგრევის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
არ ვრცელდება.
„დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის
საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან და
ონის მუნიციპალიტეტის მერთან საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს
ხვდება.
ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის
წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის
დათვლის მიზნით მონიტორინგი, რის შემდგომაც შესაბამისი კომისიის მიერ
მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“,- აღნიშნულია
განცხადებაში.
რაჭაში, დღეს დილით, 05:30 საათზე, განმეორებითი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის
ეპიცენტრი ამჯერადაც ქალაქ ონთან, სოფელი ირი იყო. მიწისძვრის სიდიდე
3.7 მაგნიტუდა იყო.
მანამდე 02:03 საათზე, იგივე ადგილზე 5.4 მაგნიტუდის სიდიდის
მიწისძვრა მოხდა.
თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ძლიერი ბიძგები
იგრძნობოდა არა მხოლოდ რაჭაში, არამედ იმერეთის ტერიტორიასა და
აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილშიც.
მასალის გამოყენების პირობები