ახალი ამბები
ნინოშვილის ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი შენდება
FaceBook
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ადგილზე თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი შენობა შენდება, სადაც სავაჭრო ცენტრი განთავსდება. 


მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები


მანამდე კი ნინოშვილის ბაზარში დასაქმებულები ბაზრის უკანა მხარეს მოწყობილ სივრცეში აგრძელებენ მუშაობას. 



"ხილ-ბოსტნეული, ყველი, ყველაფერი აგერ გვაქვს გასაყიდი, მალე ხორცის სივრცეც მოეწყობა და აქ იფუნქციონირებს, სანამ ახალი, თანამედროვე ცენტრი აშენდება, მერე თავისთავად დაარეგულირებენ ყველაფერს. ყველანაირად გვიწყობენ ხელს, არ გავუშვივართ არსად, აგერ ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას",- გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. 



სავაჭრო ცენტრის კეთილმოწყობას შპს "ძველი ქუთაისი" ახორციელებს, რომლის წარმომადგენლისა და ბაზრის მეპატრონის თორნიკე ძაგნიძის თქმით, კეთილმოწყობილ ფართებს გააქირავებენ.

„1930 წელსაა ეს ბაზარი დაარსებული და მის მერე არაფერი შეცვლილა. ახლა კეთილმოეწყობა, ერთსართულიანი შენობა იქნება, გვექნება გასაქირავებელი ფართები. ბაზრის მეპატრონე თავად ვარ და მე თვითონ ვაშენებ, მუშები მყავს დაქირავებული",- განმარტავს თორნიკე ძაგნიძე.


ასეთი უნდა იყოს განახლებული ნინოშვილის ბაზარი

თორნიკე ძაგნიძის თქმით, მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება და აღნიშნულისთვის, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.