ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება.
ფესტივალი ყოველწლიურია და მასში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის
პროფესიული და სახალხო თეატრები იღებენ მონაწილეობას. ასევე
სტუმარი თეატრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
წლევანდელ ფესტივალში უერთდებიან თეატრები მოლდოვასა და
ლიეტუვადან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი.
ფესტივალში პირველად მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის სამოქალაქო
თეატრიც.
თეასტრალური იემრეთი საკონკურსო ფესტივალია. შესაბამისად,
ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება სხვადასხვა
ნომინაციაში გამარჯვებულები.
პროექტს უკვე მეთხუთმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები