ახალი ამბები
"არავინ გაბედოს მაღაროში შესვლა" - მაღაროელები, მოლაპარაკების გარეშე სამუშაოების აღდგენას აპროტესტებენ
FaceBook
მაღაროელები, რომლებიც 54 დღეა "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და გარანტიების მიღებას ითხოვენ, შეჩერებული სამუშაოების მოლაპარაკებების გარეშე აღდგენას ეწინააღმდეგებიან.

მაღაროელებთან, დღეს, ტყიბულის შახტების მმართველი კომპანიის დირექტორის, მიხეილ სოცკის სახელით, წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც საწარმოების დათვალიერება, შემდგომში მადნის მოპოვების განახლების მიზნით მოინდომა, რასაც აქციის მონაწილეებთან კამათი მოჰყვა. მშრომელები ამბობენ, რომ კომპანია კიდევ ერთხელ ცდილობს მათ მოტყუებას, ამიტომ პრობლემურ საკითხებზე შეთანხმების გარეშე, სამუშაოების განახლებას არ დაუშვებენ.

"[მიხეილ] სოცკის გამოგზავნილი კაცი შევა მაღაროებზე და ეს ალაგებს თურმე პრობლემას. ახალი სატყუარა უნდათ შემოგვიგდონ. ვისაც მოგვისმენია ამ ხალხისთვის, ვიცით რასაც ამბობენ და შემდეგ რას აკეთებენ. დღეს რომ ამბობენ, რომ 15 მაისიდან მუშაობა აღდგებაო, ვისთან აწარმოეს მოლაპარაკება? რა პირობებით აღდგება? რა გარანტიები აქვს ამ ხალხს? ისევ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ იმ მეთოდებით, რომლითაც ბევრჯერ მოგვატყუეს. ულტიმატუმის ენაზე გველაპარაკებიან, რომ სამუშაოები უნდა აღდგესო. ნუ გვაიძულებთ, რომ ომი დავიწყოთ, ნურავინ ნუ მოდის და ულტიმატუმის ენით ნუ გველაპარაკება. ჩვენთვის არ არის უმთავრესი, რომ ერთი-ორი თვე ვიმუშაოთ და მერე უარესი პრობლემები შეგვექნას, ეს არაფრის მომცემი არ არის ჩვენთვის. ამიტომ, უნდა ჩაერთოს ხელისუფლება და აიღოს პასუხისმგებლობა", - ამბობს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, მერაბ სარალიძე.

16 აპრილს, ჭიათურის მერიის შენობაში გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც მაღაროელები არ ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ 15 მაისიდან "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია" ("ჯორჯიან მანგანეზი") მაღაროებში მადნის მოპოვებას განაახლებს. კომპანია, რომელიც ერთი თვით ადრე აცხადებდა, რომ გაკოტრდა და ამის სამართლებრივად აღიარებას ცდილობდა, მაღაროელებთან დათმობაზე წავიდა, თუმცა, რამდენიმე პირობით. მადნის მომპოვებელი კომპანია შუქრუთის მაღაროების შესასვლელების გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც წელიწადზე მეტია ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად აქვთ პიკეტირებული. გარდა ამისა, ინვესტორი სამუშაო საათების შემცირებასაც გეგმავს. სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ბუნდოვანია მაღაროელებისთვის. მათთვის უცნობია რამდენი ადამიანი და რა პირობებით დაუბრუნდება სამუშაო ადგილებს. მშრომელები უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და აცხადებენ, რომ მათთან შეთანხმების და სახელმწიფოს მხრიდან გარანტიების მიღების გარეშე, მაღაროებში სამუშაო პროცესის აღდგენას არ დაუშვებენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ჭიათურა
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 აპრილს
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და
ელჭექი.
13:02 / 22.04.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

შსს-ს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,
თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის,
იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთი პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
12:54 / 22.04.2025
შსს-ს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.