ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში, შეიარაღებული ნიღბიანი პირი
შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მან
დაცვის პოლიციის თანამშრომელი შენიშნა, ამიტომ თანხის
წაღება ვერ მოახერხა და ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და
მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის
მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები