ახალი ამბები
ქუთაისში ჩინური წარმოების ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება
FaceBook
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ქალაქში, ამჯერად, ჩინური წარმოების ავტომობილების ბაზრის მოწყობაზეა საუბარი, რომელსაც ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი გვპირდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება, სავარაუდო ადგილი კი ქუთაისია.

მისივე განმარტებით, ჩინური კომპანიების წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ინვესტირება უსაფრთხო და მომგებიანია.

„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ვფიქრობ, მალე იქნება. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ ვიცით. წესით მიმდინარე წელს უნდა იყოს. კიდევ მრავალი გეგმა და ინვესტიცია არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ინვესტიციით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

მან ასევე, მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში ელექტრომანქანების ჩინური ბრენდების შემოსვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ჭოუ ციენის განმარტებით, ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის გარკვეული ელექტრომანქანების შეძენა ჩინელ მომხმარებლებს 11 000 დოლარად შეუძლიათ. ის მიიჩნევს, რომ ასეთ ფასად, მაღალი ხარისხის ელექტრომანქანები ნებისმიერ ქვეყანაში პოპულარული იქნება.

ფოტო: ინტერნეტი 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.