ახალი ამბები
რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი - როგორ აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე ქუთაისში
FaceBook
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.
მოქალაქეები დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ასსაფეხურიან კიბეებთან გადაინაცვლეს.

მსვლელობაში მონაწილეობა მღვდელმსახურებმა, მრევლმა, „ოცნების“ აქტივისტებმა და რეგიონებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა (ძირითადად, საჯარო მოხელეებმა) მიიღეს.


"ჩამოვედი ვანიდან, ოჯახის სიწმინდის გულიზა ვიმყოფები აქ", - გვითხრა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.



ადგილზე შეკრებილ ხალხთან გამოჩნდნენ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმაართველობის ხელმძღვანელი პირებიც. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე და ამავდროულად პარტიის თავმჯდომარე გია ბასილაძე და ქალაქის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი.


ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "სერვალი"

ასსაფეხურიან კიბეებთან მოწყობილ სცენაზე, მამაოებმა სამშვიდობო პარაკლისი აღავლინეს. ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი და საგალობლები.

ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერულმა გუნდმა მიიღო.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღსანიშნავად სამღვდელოება და მრევლი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობას უკვე მეათე წელია აწყობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე
მასშტაბურ აქციას გამართავენ.
10:07 / 16.04.2025
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე მასშტაბურ აქციას გამართავენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
13:45 / 15.04.2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.